“ლეობორისტული პარტია” გადამწყვეტ არჩევნებზე მარტო გავა

“ბარიერის გადალახვის პრობლემა არ გვაქვს”- “ლეობორისტული პარტია” გადამწყვეტ არჩევნებზე მარტო გავა.

როგორც შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ ისინი უმრავლესობით, 76 დეპუტატით ვერ გავლენ პარლამენტში, მხოლოდ ამ შემთხვევაში კოალიციაში შევლენ სხვა პარტიასთან.

ნათელაშვილი გადაჭრით ამბობს, რომ “ლეიბორისტები” არასდროს შეუქმნიან კოალიციას “ქართულ ოცნებას”.

ბარიერის გადალახვის პრობლემა არ გვაქვს, რატომ უნდა შევაწუხოთ სხვა, ან სხვა რატომ უნდა შეწუხდეს ჩვენს გამო, იმ შემთხვევაში თუ უმრავლესობას, 76 დეპუტატს ვერ გავიყვანთ პარლამენტში, მხოლოდ ამ შემთხვევაში კოალიციაში შევალთ სხვა პარტიასთან, „ქოცების“ გარდა.

არასდროს ყოფილა ფაქტი, როცა “ლეიბორისტულ პარტიას” წინასაარჩევნოდ ვინმესთან კოალიცია, ან ალიანსი გაეკეთებინა, რომ პარლამენტში შემძრალიყო. ღმერთმა დაგვიფაროს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიცხინვალში, ლიახვში ჩავარდნილ 8 წლის ბავშვს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ეძებენ
შემდეგი სტატიაპოლიციამ ბათუმში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა