„ლეო გრანდში” არის სახანძრო სისტემა და კიბე – სასტუმროს უსაფრთხოების ხელმძღვანელი

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბათუმში 5 ვარსკვლავიან სასტუმრო „ლეო გრანდში“ არ არსებობს სახანძრო კიბე და შესაბამისი სახანძრო სისტემა. სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ლეო გრანდში“ არის სახანძრო სისტემაც და კიბეც. მისი თქმით, ადამიანებმა სახანძრო კიბის გამოყენება ვერ მოახერხეს იმის გამო, რომ შენობაში დაკვამლიანება იყო საკმაოდ ძლიერი.

სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, 7 ადამიანი გარდაცვლილი ლიფტში იპოვეს.

„პანიკის მომენტი იყო, თორემ ორი ისეთი გასავლელი იყო, სადიდანაც შეიძლებლოდა გასულიყვნენ, კვამლის გამოც ვერ მიაგნეს,“- აღნიშნა სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა.

ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშიშსს: გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე
შემდეგი სტატიამწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო – კახა კალაძე