ლენტეხში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენი ჩაერთვება

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივლისი 11, 2018 13:17

ლენტეხში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენი ჩაერთვება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ ზესხოში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება.
” ლენტეხი – სოფელ ზესხოში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთვება
ხანძრის ქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა
ურთულესი რელიეფის გამო ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა. მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის რამდენიმე ღია კერის ლიკვიდირება მოახერხეს. არსებობდა საფრთხე, რომ ცეცხლი მთის ზედა საფარზე გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრე-მაშველების აქტიური რეაგირების შედეგად ცეცხლი დიდ ფართობზე არ გადასულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა, ადგილზე მოახდინა დამატებითი ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მობილიზება. ადგილზე მობილიებულია დამატებითი ჯგუფები თბილისიდან, იმერეთის რეგიონიდა.
ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი. ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები.
ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი
მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება” – ნათქვამია განცხადებაში.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივლისი 11, 2018 13:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,873
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics