ლენტეხის ოპოზიციას ძლიერი სახეები უბრუნდებიან

წელს , 2020 წლის ივნისში ბოლო ზარი აღარ დარეკილა ლენტეხის სკოლებში მე- 12 კლას დამთავრებულთათვის. პანდემიამ ძალიან ბერი რამ შეცვალა საქართველოში. ლენტეხის ქუჩებში ბავშვების ჟრიამული ნაკლებად ისმისს. ქუჩაში ახალგაზრდებს სილაღე და სიხარული აკლაით. ამ წელს ბოლო ზარის ზეიმი აქ აღარ ტარდება. ერთია პანდემია,  მეორე კი გაჭირვება .
გუშინ kronika.ge-ის ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩაწერა ლენტეხიდან წასულ ერთ ერთ ხელოვანთან-დათო მეშველიანთან, რომელიც წლების მანძილზე აქ იყო, მოღვაწეობდა ქორეოგრაფიულ ანსამბლში  და სჯეროდა რომ მისი ცხოვრების წესი იყო მყარი და მიზანდასახული. თუმცა სულ რამდენიმე წლის წინ ხელოვანმა არა მარტო ლენტეხი საქართველოც კი დატოვა.
ინტერვიუს ჩაწერა ლენტეხის ახალგაზრდების მხრიდან იყო მოტივირებული, რადგან ახალგაზრდებმა ქუჩაში გამოკითხვის დროს სწორედ ის დაასახელეს ვისთან შეხვედრის სურვილიც ჰქონდათ.
ქართული ხალხური საცეკვაო ანსამბლ „როკვა“ ს სოლისტი დათო მეშველიანი 2014 წლის შემდეგ საქართველოში აღარ იმყოფება. აქვე მოგაწვდით ვრცელ ინტერვიუს რესპოდენტთან.
მოგესალმებით დათო. ძალიან კი გაგვიჭირდა თვქენთან კავშირზე გამოსვლა, და აქვე დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ თქვენს დედას ნელი გაზდელიანს , რომელმაც თქვენთან დაგვაკავშირა. ჩვენ შევხდით ახლად სკოლა დამთავრებულ ახალგაზრდებს, რომელთა უმეტესობას სურდაბოლო ზარზეთქვენთან ერთად შეხვედრა და თქვენგან მილოცვის მიღება. მიუხედავად იმის რომ მათთან აღარ ხართ. მათთვის ბევრს ნიშნავს თქვენნაირი პედაგოგი. როგორ ფიქრობთ, რატომ ხართ ასეთი პოპულარული ახალგაზრდებში?
(დ.მ.)- მოგესალმებით ყველას, და განსაკუთრებით ახალგაზრდებს. თუ დამიჯერებთ თვალზე ცრემლი მომადგა თქვენი ნათქვამი რომ მოვისმინე. ბედნიერი ვარ რომ ხალხს ვახსოვარ და ჩემი კვლავ ნახვის სურვილი აქვთ. როგორც მოგეხსენებათ მე 10 წლის განმავლობაში ვიყავი დაკავებული ქართულ საცეკვაო ხელოვნებაში და ვიყავი ანსამბლი „როკვა“ს სოლისტი. ტრადიციული ქართველი ხალხი ყოველთვის უფრთხილდებოდა ქართულ ქორეოგრაფიას, როგორც საქართველოს ისტორიის საუკონეობრივი განვითარების განუყოფელ ნაწილს. იყო კარგი მოცეკვავე საქართველოში ნიშნავს იყო კარგი, ნამდვილი ქართული სულის მატარებელი მამაკაცი. გეთანხმებით, რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე საკმაოდ პოპულარული ვიყავი ჩემს რეგიონში და მეც ყველაფერს ვაკეთებდი რომ ჩემი დახვეწილი ქორეოგრაფიით ჩემი მაყურებელი გამეხარებინა. თუმცა იყო გულისწყევტაც, რომ 2012 წლის ოქტომბერში ნეკნების დაზიანების გამო მე იძულებული გავხდი წამოვსულიყავი ანსამბლიდან. არა და დიდი სამომავლო გეგმები მქონდა, ვაპირებდი ქორეოგრაფიული სკოლის გახსნას. ამ მიზნით გადავერთე ბიზნესში რათა თანხა მომეგროვებინა. უკვე სკოლის გახსნის პროცესი დაწყებულიც კი მქონდა , რომ სამწუხაროდ 2014 წლის მარტში მომიწია ქვეყნის დატოვება .
დათო ბევრი გვსმენია თქვენს ქველმოქმედებაზე მოსახლეობაში. როგორც ვიცი გაჭირვებულ ოჯახებს ხშირად ეხმარებოდით და აწვდიდით ფინანსიურ დახმარებას რომ წამლები ეყიდათ და ბავშვებისთვის სკოლის წიგნები ეყიდათ. ასევე ბევრი მსმენია იმაზე , რომ თქვენს კონცერტზე დასასწრები ბილეთები ხშირად უფასოდ გიჩუქნიათ მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლებისთვის. საოცარი ლეგენდები დადის თქვენზე რაიონში.
-(დ.მ. იღიმის) გამიჭირდება ჩემს თავზე ამ კუთხით საუბარი . გაკეთებულ სიკეთეზე პოპულისტობა არ ზის ჩემში. თუმცა ერთი რამის დამატება კი მინდა , რომ ქორეოგრაფიული სკოლის გახსნის პროგრამაში ჩადებული მქონდა უფასო საშვები გაჭირვებული ოჯახის ბავშვებისთვის. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ბავშვია რეგიონში, რომელთაც ხალხურ ცეკვებზე უნდათ სიარული და ამისი საშუალება არა აქვთ. სამწუხაროდ ამ კეთილი საქმის გაკეთება ჩემს ქვეყანაში არ დამცალდა .
დათო, რაც საქართველო დატოვეთ რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში? ან რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
(დ.მ)- მინდა გითხრათ , რომ საქართველოში ვბრუნდები მალე. და იმედი მაქვს ჩემს გეგმას განვახორციელებ ქორეოგრაფიულ სკოლასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ქართული რეალობიდან გამომდინარე, და ის რა პოლიტიკური სიტუაციაც სუფევს საქართველოში, კარგად ჩანს რომ ხალხი შიმშილის ზღვარს მიღმა ჰყავს მიყვანილი ხელისუფლებას და გაჭირვებული ოჯახების რაოდენობა სულ უფრო მზარდია ჩემს რეგიონში (და არა მარტო რეგიონში). არ გამოვრიცხავ, რომ თავიდან ჩემს ქორეოგრაფიულ სკოლას არსებობა მოუწიოს ნულოვანი შემოსავლის საფუძველზე, მაგრამ მე მზად ვარ ვემსახურო ჩემს ხალხს და ჩემს ქვეყანას. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკაც ამას ემსახურება , რომ დაამშიოს ხალხი რათა მათზე კონტროლი ადვილად განახორციელოს. რაც უფრო მშიერია ადამიანი მით უფრო ადვილი დასაშინებელია ან ადვილად მოსყიდვადია განსაკუთრებით წინასააღჩევნო პერიოდში.
დათო, ვიცი რომ პოლიტიკა არის თქვენთვის მტკივნეული თემა, რადგან თქვენ ქვეყნის დატოვება ამასთან კავშირშია. როგორ ხედავთ თქვენს თავს საქართველოში დაბრუნების შემდეგ ? გარდა ხელოვნებისა , იქნებით თუ არა ჩართული სხვა პროცესებშიც? მაგალითად პოლიტიკაში?
-(დ.მ) არ მინდა ხმამაღალი განაცხადები ვაკეთო, მაგრამ ერთ რამეს ვპირდები ქართულ ოცნებას რომ ვიქნები მათი დაუძინებელი მტერი ოპოზიციაში. მე სხვა აღარაფერი დამრჩენია. ვცხოვრობდე საქართველოში და ვუყურებდე როგორ ინგრევა ჩემი ქვეყანა, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია. მე ვარ ჩემი ქვეყნის პატრიოტი ადამიანი, და საქართველოს ბედი ჩემს თავზე მაღლა მიყენია.
ქართულმა ოცნებამ ქვეყანაში დაანგრია დემოკრატია, რასაც ჩემი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 9 წლის განმავლობაში რუდუნებით აშენებდა. პრეზიდენტ სააკაშვილის ძალისხმევით, 2003 წლიდან საქართველო გამოჩნდა როგორც მსოფლიოს ერთ ერთი დინამიური დემოკრატიის ლაბორატორია. სააკაშვილმა და მისმა პარტიამ გაატარეს ძირეული რეფორმები ქვეყანაში და ასე ვიტყოდი , რომ 2003 წელს ვარდების რევოლუციის შემდეგ მოსულმა პოლიტიკურმა ელიტამ, რომელმაც თავის ძირითად მიზნად საქართველოს ევროპაში შეყვანა გამოაცხადა, 9 წლის მანძილზე არ გადაუხვია დემოკრატიის პრინციპებს.
ხოლო რა ხდება 2012 წლის შემდეგ? მიმდარეობს ხალხის დევნა, მოსყიდვები, ზეწოლები პოლიტიკური ნიშნით. საქართველომ, პრორუსული მთავრობის „ქართული ოცნების „სათავეში მოსვლის დღიდან სერიოზული ნახტომი გაკეთა ანტიდემოკრატიული განვითარების თავლსაზრისით. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ყველაფერს გავაკეთებ რომ უფრო მეტი ხალხი გავამხნევო. მე ვიცი რომ ხალხს ხმის ამოღების ეშინიათ რადგან ისინი არიან ქართული ოცნების წარმომადგნლების ზეწოლის ქვეშ. მე მათ გვერდზე ვიქნები და გავამხნევებ რომ პროტესტის ცეცხლი დავანთოთ ჩემს რეგიონში. მე ვიცი რომ ჩემს რეგიონში ათასობით მაყურებელი და მსმენელი მყავდა და მეყოლება კიდეც, ვიქნების ის ძალა რაც ქართულ ოცნებას არჩევნებში ათასობით ხმებს დააკარგვინებს. მე სხვა აღარაფერი დამრჩენია. რადგან ღმერთმა საქართველოში უკან დაბრუნება მარგუნა, ვიბრძოლებ ჩემი ქვეყნის გადასარჩენად მოღალატე მთავრობისგან. ვიცი, ეს შეიძლება სიკვდილის ფასად დამიჯდეს, მაგრამ მე სხვანაირად ცხოვრება არ შემიძლია.
მადლობა დათო გულახდილი პასუხისთვის. და ბოლოს რას ეტყოდით ახალგაზრდებს რომელთაც ძალიან ენატრებით?
-(დ.მ) მიყვარხართ ძალიან. თქვენი სიყვარულია ის ძალა რისთვის ცხოვრება ღირდა. მე გპირდებით რომ თქვენი უკეთესი მომავლისთვის ვიზრუნებ. მე ვიბრძოლებ რომ ჩემმა შვილებმა და თქვენ იცხოვროთ დემოკრატიულ საქართველოში, სადაც ადგილი არ ექნება მოღალატე ივანიშვილის ავტორიტარულ პრორუსულ მთავრობას.

მადლობა!

 

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიეს არის გაზრდილი საპარლამენტო პლურალიზმისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი
შემდეგი სტატიაბოკერია: „ევროპული საქართველოს“ გაფრთხილების მიუხედავად, გავრილოვი საქართველოში შემოუშვეს