22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ადგილზე დამატებითი მძიმე ტექნიკა მუშაობს. ცენტრალური გზაზე გადაადგილება ტექნიკის დახმარებით და შესაბამისი რეკომენდაციებით არის შესაძლებელი.

სოფელ საყდრის ხიდი და ცენტრალური გზა მოვარდნილმა მეწყრის მასამ დააზიანა, რის გამოც 30 სოფელი გარესამყაროს მოწყდა. ბოლო მონაცემებით, ჩაკეტილი რჩება მხოლოდ ერთი სოფელი, საყდარი.

ორი დღეა მძიმე ტექნიკა აქტიურად მუშაობს, დღეს კი სოფლებში დამატებითი ტექნიკა შევიდა.

მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მუდმივი კონტაქტი აქვს მოსახლეობასთან და საჭიროებების შემთხვევაში დახმარება გაეწევათ.

“თუ დღის ბოლომდე სტიქიის ახალი კერა არ გააქტიურდა, გზაზე მოძრაობა სრულად აღდგება. ადგილზე უახლოეს დღეებში გეოლოგებს ელოდებიან”, – აცხადებენ მერიაში.

banner
წინა სტატიაშიქორწილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სასტუმროს თანამშრომლების გამოკითხვა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასასამართლომ გულბაათ რცხილაძე პატიმრობაში დატოვა