ლენტეხის მუნიციპალიტეტში პოლიციის მიერ საკარანტინო შეზღუდვებზე კონტროლი გრძელდება

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების
შესაბამისად, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, საგანგებო მდგომარეობის
ფარგლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს ლენტეხის
მუნიციპალიტეტში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 24 საათის
განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ. პოლიციის შესაბამისი
დანაყოფები ლენტეხის მუნიციპალიტეტში საკარანტინო რეჟიმის აღსრულებას და
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ.

მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის ვითარება დამაკმაყოფილებელია, ღამემ მშვიდად
ჩაიარა და სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

საკარანტინო პირობები ლენტეხის რაიონში მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის
შეზღუდვასაც ითვალისწინებს. ქალაქში შემსვლელ და გამსვლელ, საგანგებოდ
მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებში კონტროლს პოლიცია და თავდაცვის
ძალები ახორციელებენ. ასევე, ადგილზე მიმდინარეობს მოქალაქეთა პირველადი
თერმოსკრინინგი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას
საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას აწვდიან და საჭიროების
შემთხვევაში მაქსიმალურად ეხმარებიან მათ.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის
მოთხოვნებს.

banner
წინა სტატიაში„სუფთა სახლი“ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაზესტაფონში ახალი ქარხანა შენდება, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას დაიწყებს