14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

ლენტეხი–ლასდილის გზაზე ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან მეწყრული პროცესები განვითარდა.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ საყდართან არსებული საავტომობილო ხიდი უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ წაიღო.

ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, დამონტაჟდება დროებითი ხიდი.

“ამ დროისთვის მოწყობილია შემოვლითი გზა, რომლითაც გადაადგილება მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვის არის შესაძლებელი
სოფელ საყდართან არსებული საავტომობილო ხიდი უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ წაიღო. შედეგად, საყდარი–ლასდილისა და უშგული–ლასდილის მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

საყდრის ხიდთან პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობდა ხიდქვეშა კალაპოტის ფორმირებისა და დაღრმავების სამუშაოები, თუმცა უხვი ნალექის შედეგად მდინარეში წყლის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ხიდის წაღება გამოიწვია

ახალი ხიდის პროექტი უკვე მომზადებულია და მისი მშენებლობისთვის საჭირო სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება. სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას”,– ნათქვამი ლენტეხის მერიის ფეისბუქ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიქარელის ერთ-ერთ სოფელში მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
შემდეგი სტატიაპირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს