“ლენდ-ლიზი” უკრაინასა და მთელ თავისუფალ სამყაროს დაეხმარება, რომ ნაცისტების იდეოლოგიური მემკვიდრეები დაამარცხონ – ზელენსკი

ომში მყოფი უკრაინა შეერთებული შტატებისგან ყველაზე დიდი სამხედრო დახმარების პაკეტს ელოდება. “ლენდ ლიზის” კანონპროექტი უკვე დამტკიცებულია, რაც მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ბიუროკრატიული პროცედურების გზების ავლით უკრაინისთვის უპრეცედენტო სამხედრო დახმარების მიწოდების საშუალებას აძლევს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტსა და მთავრობას მადლობა უხდის. მისი თქმით, ეს პროგრამა უკრაინასა და მთელ თავისუფალ სამყაროს დაეხმარება, რომ ნაცისტების იდეოლოგიური მემკვიდრეები დაამარცხონ.

“მე მადლობელი ვარ შეერთებული შტატების, პრეზიდენტი ბაიდენისა და კონგრესის, ცნობილი “ლენდ ლიზის” პროგრამის ანალოგისთვის, რომელიც რუსეთისა და რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან დაგვეხმარება, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარა. დარწმუნებული ვარ, “ლენდ ლიზი” ახლა უკრაინასა და მთელ თავისუფალ სამყაროს დაეხმარება, რომ ნაცისტების იდეოლოგიური მემკვიდრეები დაამარცხონ, რომლებმაც ჩვენს მიწაზე ომი და იწყეს. “ლენდ ლიზი” და უკრაინის მხარდამჭერი სხვა პროგრამები არის კონკრეტული მტკიცებულება იმისა, რომ თავისუფლებას ჯერ კიდევ შეუძლია, ტირანიისგან თავი დაიცვას”, – ამბობს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშიჯუანშერ ბურჭულაძე – წარმატებით განხორციელებულმა მრავალმა პროექტმა ახალი სტიმული მისცა ქართული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – ქართველი სამხედროები იცავთ წინაპრების თავგანწირვით მოპოვებულ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ხართ ის ბურჯი, რაზეც დგას ჩვენი სამშობლოს, ჩვენი შვილების მშვიდობიანი მომავალი