,,ლელოს” ზუგდიდის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელად სოფო შამუგია აირჩიეს

,,ლელოს” ზუგდიდის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელად სოფო შამუგია აირჩიეს. როგორც სოფო შამუგია აღნიშნავს, მზადაა იმისთვის, რომ ,,ლელოს” გუნდთან ერთად ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბრძოლაში ჩაერთოს.

,,ლელო” არის ჩემთვის ის ძალა, რომელსაც გააჩნია ქვეყნის განვითარებისთვის სწორი სტრატეგიული ხედვა. მზად ვარ ჩემი რესურსი მთლიანად გამოვიყენო და ,,ლელოს” გუნდთან ერთად ჩავერთო ბრძოლაში ქვეყნის კეთილდღეობისათვის“ , – განაცხადა შამუგიამ.

სოფო შამუგია დაიბადა ზუგდიდში 1982 წლის 19 თებერვალს. პროფესიით ინგლისური ენის პედაგოგია. ჰყავს მეუღლე და ორი ვაჟი.

„სოფო შამუგიას განათლება 1999-2005 წლებში ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აქვს მიღებული უცხო ენების ფაკულტეტზე.

მისი სამუშაო გამოცდილება 2007 დან 2012 წლამდე მოიცავს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებს, სადაც ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობდა. (ზუგდიდის N1 პირველი საჯარო სკოლა, ცაიშის საჯარო სკოლა, ,,პრინც მიურატის” სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯი)

2013 დან 2017 წლის ჩათვლით სოფო შამუგია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში მუშაობდა, აფხაზეთის კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ადამიანების მოძიების პროგრამაში“, – აღნიშნულია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

,,არ დამავიწყდება იმ შვილდაკარგული დედების მზერა, რომლებსაც წითელი ჯვრის ოფიცრის დანახვაზე თვალები იმედით ევსებოდათ.

ამ ორგანიზაციის მეშვეობით მოხერხდა ჩვენი თანამემამულეების ნეშტების გადმოსვენება და ღირსეულად ქართული მიწისთვის მიბარება“, – აღნიშნა სოფო შამუგიამ.

შამუგიას კარიერა 2017 წლიდან 2020 წლამდე ანაკლიის განვითარების კონსორციუმში გრძელდება, სადაც რეგიონალური საინფორმაციო ცენტრის მენეჯერის პოზიციას იკავებდა.

,,ამ პროექტმა ძალიან ბევრ კარგ ადამიანს შემახვედრა, ჩვენ ყველანი ერთად ერთ დიდ პროექტს ვქმნიდით ქვეყნისთვის, მინდა ყველას ვუთხრა ანაკლია აუცილებლად აშენდება!“ – განაცხადა სოფო შამუგიამ.

,,ლელოს” გუნდს სოფო შამუგია 2020 წლიდან შეუერთდა და ზუგდიდის ქალთა საბჭოს ლიდერი გახდა.

,,ლელოსთვის” ქალების ჩართულობა პრიორიტეტულია, სწორედ ამ ფაქტზე მიუთითებს ის, რომ ,,ლელოში” ბევრი ლიდერი ქალია, მათ შორის ზუგდიდის ორგანიზაციაში“ , – განაცხადა სოფო შამუგია.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერესო და არ იქნება სწორი, შევაფასო ოპონენტები ან მათი საარჩევნო კამპანია, ეს არ არის ჩემი საქმე
შემდეგი სტატიაკალაძე – ყველამ ვეცადოთ, გავიკეთოთ ვაქცინა, ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომელიც სიკვდილისგან გვიცავს