„ლელოს“ წევრები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში დაიბარეს

„ლელოს“ წევრები საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში დაიბარეს. „ლელო საქართველოსთვის“ ინფორმაციით, 16:00 საათისთვის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში დაბარებულები არიან მათი პარტიის წევრები – ირაკლი კუპრაძე, საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი და პაატა ცივაძე.

საბა ბუაძის თქმით, მათ აცნობეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით არიან დაბარებული.

„დაგვიბარეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. გვაცნობეს, რომ ჩვენ წინააღმდეგ არის ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაწყებული. წარმოება დაიწყო 6 დან 7 თებერვალს, როდესაც მოხდა კომენდანტის საათის დარღვევა. შეზღუდვები არის არაკონსტიტუციური და აქვს ერთადერთი მიზანი, საზოგადოებრივი პროტესტი შებოჭონ, ჯერჯერობით ჯარიმა არ მიგვიღია, თუმცა ველოდებით“ , – განაცხადა საბა ბუაძემ.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბარებულია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი ნიკა მოსიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: „გირჩის“ შემოსვლასთან დაკავშირებით, ჩვენ გაგვიხარდება
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მზად არის არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს