“ლელოს” წევრები და მხარდამჭერები აქციას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან უერთდებიან

ოპოზიციის თავისუფლების მსვლელობას სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად უერთდებიან “ლელო”-ს ლიდერები და მათი მხარდამჭერებიც. ისინი მსვლელობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან შეუერთდებიან.

“მე ვფიქრობ, რომ მთავარი სათქმელი არის ის, რაც დღეს ქართველ ხალხს აწუხებს და ეს აღარ არის რომელიმე პარტიის პოზიცია, ეს არის ყველას განსაცდელი დღეს რა მდგომარეობაშიც ქვეყანა იმყოფება. ეს არის ძალიან სერიოზული ეკონომიკური კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი, პანდემიური კრიზისი და ის უიმედობა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” დაამკვიდრა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, ჩვენ, “ლელოელები”, დღეს ვიკრიბებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან. გავეშურებით და შევუერთდებით სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რათა მოვითხოვოთ ქვეყნის გადატვირტთა”, – თქვა მამუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მსვლელობას მართავენ
შემდეგი სტატიაუგულავა – იწყება პროტესტის უწყვეტი ჯაჭვი, იქნება მცირე აქციები, დიდი აქციები