„ლელოს“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ხაზარაძემ „მარშალის გეგმის“ მიმართულების ლიდერები დაასახელა

„ლელოს“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ხაზარაძემ „მარშალის გეგმის“ მიმართულების ლიდერები დაასახელა.

მისი განცხადებით, ეკა ქვლივიძე გაუძღვება თავდაცვის მიმართულებას, ბადრი ჯაფარიძე – ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსურ მიმართულებას, გიგლა მიქაუტაძე – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებას, ანა ნაცვლიშვილი უხელმძღვანელებს იუსტიციის საქმეებს და სასამართლოს მიმართულებას, ლევან კობერიძე ჩაიბარებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, სოციალური დაცვის, შრომის, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებას, ფიქრია ჩიხლაძე – განათლების, მეცნიერების და სპორტის მიმართულებას, კახა კოჟორიძე – შინაგანი საქმეებისა და სამართალდამცავი სისტემების მიმართულებას, ნიკა შურღაია – გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის მიმართულებას, დავით უსუფაშვილი საგარეო საქმეებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებას უხელმძღვანელებს, სოსო ვახტანგაშვილი უხელმძღვანელებს შერიგების მიმართულებას, კულტურის მიმართულებას უხელმძღვანელებს მედეა მეტრეველი.

„ ესაა ის გუნდი, რომელმაც უნდა განახორციელოს მარშალის გეგმა და ჩვენი ქვეყანა ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანოს. არის უამრავი პოზიცია და თანამდებობა, სადაც მოვიწვევთ დამოუკიდებელ პროფესიონალებს. ეს კონსულტაციები უკვე დაწყებული გვაქვს. ასევე, არჩევნების შემდეგ ოპოზიციას იმ პოზიციებს შევთავაზებთ, სადაც ერთიანი ძალისხმევით ძლიერი პროფესიონალების გუნდი შეიქმნება“,-აღნიშნა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიიმერეთში კორონავირუსის 117 შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე : ალტერნატივა არ არის მხოლოდ სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის და ნებისმიერ არასწორ პროპაგანდას ჩვენ დავუპირისპირებთ სიმართლეს