„ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრას ალეკო ელისაშვილი და მისი პარტიის წარმომადგენლები არ ესწრებიან

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

დღევანდელ შეხვედრას არ ესწრება პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი. შეხვედრაზე არც მისი რომელიმე თანაგუნდელი მისულა.

დღეს ალეკო ელისაშვილმა „ევროპულ საქართველოსთან“ და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადებები. ალეკო ელისაშვილის თქმით, ახლა არის შესაძლებლობა, მოლაპარაკებიდან გამოიტანონ „საქართველოს მომავალი, გაწიკწიკებული საარჩევნო წესები“. მისივე განმარტებით, თუ ეს დოკუმენტები და გარანტია ეჭირება ხელში, პარლამენტში შევა.

ალეკო ელისაშვილმა დღეს ასევე განაცხადა, რომ „ბოკერია და უგულავა საბოტაჟით არიან დაკავებული, უნდათ, ჩაშალონ ყველაფერი, რადგან ვერ მოხვდნენ პარლამენტში, თავი მოეჭრათ ერთს ზუგდიდში, მეორეს ფოთში

banner
წინა სტატიაში“ეს არის პუტინის რუსეთის მართვის მოდელი”
შემდეგი სტატიამელია – საკუთარი თავის განადგურებაზე ხელს ვინც მოაწერს, ის უბრალოდ პოლიტიკოსი ვეღარ იქნება