“ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თამარ ბელქანიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა

“ლელოს“ სამეგრელოს რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, თამარ ბელქანიამ და ალექსანდრე ახვლედიანმა ბრიფინგი გამართეს. მათ მორიგი ზეწოლისა და მუქარის ფაქტზე ისაუბრეს, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელდა.

„დღეს 12:30 წუთზე, ჩემ პრესმდივანზე განხორციელდა მუქარა შემდეგი ნომრიდან – 597 05 47 71 ეს ნომერი ეკუთვნის ძალიან ცნობილ, სახელისუფლებო ზონდერს, გულბაათ ქარდავას,რომელიც დასუფთავების სამსახურში მუშაობს. არ გვაქვს განცდა, რომ ჩემი პრესმდივანი არის დაცული და მას არ ეძლევა  საშუალება პროფესიული საქმიანობა თავისუფლად განაგრძოს. იმის ნაცვლად, რომ მოხდეს ხელშეწყობა პირიქით, ხდება მუქარა და არ გვეძლევა საშუალება წინასაარჩევნო კამპანია ვაწარმოოთ, საზოგადოება ჩავაყენოთ საქმის კურსში თუ რა ხდება რეგიონში. თუ აღნიშნული ფაქტი სწრაფად არ იქნა გამოძიებული, დიმა კვარაცხელია აუცილებლად შეიტანს სარჩელს  გულბაათ ქარდავას წინააღმდეგ. დიმა არის პროფესიით ჟურნალისტი და ხდება მისი როგორც, პროფესიონალის დისკრედიტაცია, რადგან მას თუ  არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა, ბუნებრივია ის როგორც პროფესიონალი სხვის ინტერესს ვერ დაიცავს და სწორედ ამიტომ ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე.

ჩვენ, მთლიანი რეგიონი, ერთსულოვანი ვართ და ვგმობთ ამ საქციელს. თუ ეს მუქარა მოქმედ ხელისუფლებას გაუვიდა არცერთ ჟურნალისტს არ ექნება იმის განცდა, რომ ის ობიექტურად შეძლებს პროცესების გაშუქებას,“-განაცხადა ბელქანიამ.

,,მთავარია მოსახლეობას შიშის დაძლევაში დავეხმაროთ. მედია გამჭირვალობა აუცილებელია სწორედ იმისთვის, რომ ადამიანს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, რათა გადაწყვეტილებები მიიღოს და თან თავი დაცულად იგრძნოს. დიმაზე თავდასხმას ვღებობთ ლელოს ვამოწვევად და მთელი გუნდი ერთიანდება მის დასაცავად-აცხადებს ლელოს მაჟორიტარი კანდიდათი ზუგდიდში ალექსანდრე ახვლედიანი.

დიმა კვარაცხელია ბოდიშის მოხდას ითხოვს. თვითონ გულბათ ქარდავა კომენტარს არ აკეთებს.

 

banner
წინა სტატიაშიანა ნაცვლიშვილი – სტატისტიკა მოწმობს, რომ ხელისუფლების მთავარი სამიზნე “ლელოა”
შემდეგი სტატიამთიანი ყარაბაღის არმიამ აზერბაიჯანელების თვითმფრინავი ჩამოაგდო – საბრძოლო მოქმედებები გრძელდება