ლელოს” ლიდერის თქმით, ექსპრემიერთან კითხვები, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან, სკანდალურ წერილთან და 20 ივნისთან დაკავშირებით არსებობს

არის ოთხი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც ბატონმა გახარიამ უნდა უპასუხოს, ამის შემდეგ მე მზად ვარ, დაველაპარაკო ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, გიორგი გახარიას – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

როგორც ხაზარაძემ განმარტა, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციის გაერთიანებას გიორგი გახარია „განაცებას“ ეძახის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის დალაგებაზე ისევ ფიქრობს.

„ძალიან ხშირად მესმის ამ ბოლო დროს, რომ თითქოს რაღაც გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩვენსა და გიორგი გახარიას შორის – არანაირი მოლაპარაკებები და კონსულტაცია არ მიმდინარეობს, ეს არის ტყუილი. მე არანაირი პიროვნული ამბავი არ გამაჩნია რომელიმე ადამიანთან, მე ვარ ქრისტიანი, რომელსაც შემიძლია, ვაპატიო ადამიანებს. ჩვენ არ ვსაუბრობთ პიროვნულ ამბებზე, საუბარია სახელმწიფო საკითხებზე და ეს არის ოთხი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც ბატონმა გახარიამ უნდა უპასუხოს, ამის შემდეგ მე მზად ვარ, დაველაპარაკო ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, გიორგი გახარიას და არა ისე, როგორც კულუარულად მიდის საუბარი რაღაც კონსულტაციებზე. ამ ოთხი კითხვიდან მთავარი კითხვა არის, გაუკეთებს თუ არა გახარია „ქართულ ოცნებას“ კოალიციას. ჩვენ ამაზე პასუხი არ გვაქვს. მეორე კითხვა ეხება ანაკლიას, მესამე წერილს და მეოთხე – 20 ივნისს.

ცოტა გაუგებარია, როცა ბატონი გახარია ამბობს, რომ „ლელოს“ დაიცავს განაცებისგან. ჩვენ მეორე ტურში დავუჭირეთ მხარი ბატონ ნიკა მელიას იმიტომ, რომ დაგვემარცხებინა „ქართული ოცნების“ მერი ამ ქალაქში, ანუ დაგვემარცხებინა ხელისუფლება და თუ ამას ეძახიან განაცებას, როცა ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციის გაერთიანება მიდის, მაშინ მისი პოზიცია გაუგებარია, იმიტომ რომ, ალბათ, ის ისევ ფიქრობს ბიძინა ივანიშვილთან რაღაცეების დალაგებაზე“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ლელოს” ლიდერის თქმით, ექსპრემიერთან კითხვები, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან, სკანდალურ წერილთან და 20 ივნისთან დაკავშირებით არსებობს. მამუკა ხაზარაძის თქმით, შესაძლო კონსულტაციამდე ყოფილმა პრემიერმა გარკვევით უნდა თქვას, გაუკეთებს თუ არა ის “ქართულ ოცნებას” კოალიციას.

“ლელო – საქართველოსთვის” დამფუძნებელი გადაჭრით აცხადებს, რომ ამ დროისთვის პარტია “საქართველოსთვის” ლიდერთან არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს.

მამუკა ხაზარაძეს არანაირი პიროვნული ამბავი არ გააჩნია, რომელიმე ადამიანთან ცხოვრებაში, იმიტომ რომ მე ვარ ქრისტიანი. მე ვარ ადამიანი, ვისაც შეუძლია, ადამიანებს აპატიოს. აქ ჩვენ არ ვსაუბრობთ პიროვნულ ამბებზე. მეგობრებო, ჩვენ აქ ვლაპარაკობთ სახელმწიფოებრივ ამბებზე.

ეს არის დაახლოებით 4 მნიშვნელოვანი კითხვა, რომელსაც ბატონმა გახარიამ უნდა უპასუხოს, ამის შემდეგ, მე მზად ვარ, დაველაპარაკო ნებისმიერს, მათ შორის ბატონ გახარიას… ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური კითხვაა, გაუკეთებს თუ არა ის “ქართულ ოცნებას” კოალიციას?… – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე – 26 ოქტომბრის არჩევნები არის წყალგამყოფი ოკუპანტის უღელსა და თავისუფალ სამყაროს შორის – ევროპული არჩევანი არის ეროვნული არჩევანი, ერთობით აუცილებლად გავიმარჯვებთ
შემდეგი სტატიაგიორგი უშიკიშვილი “ლელოს”, “ანა დოლიძე-ხალხისთვის” და “თავისუფლების მოდნის” გაერთიანებას შეუერთდა