“ლელოს” ლიდერების ოფიციალური შეხვედრები ბრიუსელში დღეს დაიწყო

“ლელოს” ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და გრიგოლ გეგელიამ ბირუსელში ოფიციალური ვიზიტი დაიწყეს. პირველი შეხვედრა ევროპარლამენტარ სვენ მიკსერთან გაიმართა. ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის წევრთან „ლელოს“ ლიდერებმა დეტალურად ისაუბრეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, შარლ მიშელის 5 პუნქტიან გეგმაზე და მისი აღსრულების მონიტორინგზე. მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და გრიგოლ გეგელიამ ევროპელ კოლეგებს პარტიის სტრატეგიული ხედვებიც გააცნეს, რომელიც საქართველოს განვითარების გეგმებს ეხება. დღესვე გაიმართა შეცხვედრა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსთნ და სხვა დეპუტატებთან.

“ჩვებ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. ორი მიმართულებით ვისაუბრეთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის მომზადება რაც შეიძლება სწრაფად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. საქართველოს სჭირდება მაპი ევროკავშირში შესასვლელად და საკმაოდ საინტერესი წინადადებებია ამასთან დაკავშირებით. მხოლოდ განცხადება, რომ ჩვენ 2024ში ჩვენ ევროკავშირში შესვლა გვინდა ეს არაფერს არ ნიშნავს თუ დღესვე არ დავიწყეთ საკმაოდ სწრაფი მოქმედება და რეალური ნაბიჯები არ გადავდგით.

მეორე საკითხი იყო ის შეთანხმება რომელიც პრეზიდენტ მიშელის პატრონაჟით შეიქმნა და შედგა, თუმცა თქვენ იცით, რომ მელიას საკითხი არის უმთავრესი რადგან ეს კრიზისი არ გაიწელოს. მე ეჭვს გამოვთქვამ, რომ თუ კრიზისი გაიწელა და არ შედგა სწრაფი შეთანხმება ან იგივე კანონის მიღება გაიწელა დროში, ჩვენ ვერ გადავალთ იმ ძირითადი პუნქტების შესრულებაზე რომელიც ხელშეკრულებაში გვაქვს აღებული მხარეებს. ამიტომ, აქაც ძალიან საინტერესო წინადადება ჩამოყალიბდა. უახლოეს ერთ დღეში ჩვენ, „ლელოს“ გვექნება კონკრეტული ხედვა ამასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებთან ერთად და შეიძლება ეს იყოს ღირსეული გამოსავალი ყველა მხარისათვის.

ჩვენ უნდა გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე და დავიწყოთ იმ კანონმდებლობების შექმნა რომელიც ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას”,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

 

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი – ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დოკუმენტზე საია ამბობს, რომ საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება, გადავწყვიტოთ, ვისი სიტყვა უფრო წონადია
შემდეგი სტატიაკუბილიუსი: საქართველოში კრიზისის გაჭიანურება ყველაზე მეტად კრემლს და პირადად ვლადიმერ პუტინს აწყობს