‘’ლელოს’’ ლიდერები ევროპარლამენტარებს ანდრიუს კუბილიუსსა და რასა იუკნევიჩიენეს შეხვდნენ

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ევროპარლამენტარებს ანდრიუს კუბილიუსსა და რასა იუკნევიჩიენეს ონლაინ ფორმატში შეხვდნენ.

საუბარი შეეხო ქართული დემოკრატიის კრიზისს და “ქართული ოცნების” მიერ სახელმწიფოს მიტაცების მცდელობას. ევროპარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავისი გულმხურვალე მხარდაჭერა საქართველოს ხალხისა და პრო-დასავლური პოლიტიკური ძალების მიმართ. შეხვედრისას აღინიშნა, რომ 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილ შესრულებას და საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვას ალტერნატივა არ გააჩნია.

“ლელოს” ლიდერებმა და ევროპარლამენტარებმა აგრეთვე ისაუბრეს “ლელოს” პოზიტიურ დღის წესრიგზე, დემოკრატიის განახლებასა და პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების მოდელებზე.

banner
წინა სტატიაშიინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ და თიბისიმ ერთობლივ ვებინარს უმასპინძლეს თემაზე – ინკოტერმს 2020
შემდეგი სტატიაპატარა დიღომში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა