“ლელოს” განცხადებით მოქალაქეების თითოეულ ხმას დაიცავენ და “ქართული ოცნების” უარს, ოპოზიციური პარტიების საჩივრების განხილვაზე არ დაუშვებენ

“ლელოს” ლიდერებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და საარჩევნო საოლქო კომისიებთან მიმდინარე დაპირისპირება შეაფასეს. დაპირისპირების მიზეზი “ქართული ოცნების გადაწყვეტილებაა, არ განიხილონ არცერთი პარტიის საჩივარი არ განიხილოს.

“ლელო” აცხადებენ, რომ მათი გადაწყვეტილება გაყალბების გაგრძელებაა.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კუპრაძის განცხადებით, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება არის დანაშაული და დღეს ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება.

“არცერთი პარტიის და ორგანიზაციის საჩივარი არ განიხილება, ეს გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილის “ქართულმა ოცნებამ” თავის დამქაშების დახმარებით და არის ტოტალური გაყალბების გაგრძელება. დღეს წყდება ჩვენი სახელმწიფოს ბედი, სადაც ამქვეყნის მოქალაქეებს წაგვართვეს არჩევანის უფლება, წაგვართვეს ხმის უფლება. მოგიწოდებთ ყველას დაიცვან საკუთარი არჩევანი. ხოლო საოლქო კომისიას მოვუწოდებ, ნუ შეასრულებენ ბიძინა ივანიშვილის სისხლის სამართლის დანაშაულის გადაწყვეტილებებს, რომელიც დემოკრატიას ასამარებს ჩვენს სახელმწიფოში,”-განაცხადა კუპრაძემ.

“ქართულ ოცნებას” მესამე ვადით ხელისუფლებაში, მოქალაქეების ხმების მოპარვის ხარჯზე უნდა”-ამის შესახებ პარტიის საგანგებო ბრიფინგზე მედეა მეტრეველმა ისაუბრა.

“არჩევნების გაყალბებისა და ხალხის ხმებია მოპარვის ხარჯზე უნდათ მესამე

ვადით დარჩენა, რაც ჩვენს მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება. სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ეკისრება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას და აპარატის თითოეულ წევრს, რომლებიც ჩართულები არიან ძალიან მძიმე დანაშაულებრივ პროცესში. საზოგადოებას კი ერთიანობისკენ და თავიანთი ხმების დაცვისკენ მოვუწოდებ,”-აცხადებს მედეა მეტრეველი.

ბრიფინგზე იმყოფებოდა და არსებული მდგომარეობა განიხილა “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა.

“ამ წუთში როდესაც ჩვენ სიტყვით მოგმართავთ, ხელისუფლება ცდილობს ქვეყნის მასშტაბით დააკანონოს ის უმსგავსობა, რაც უნდათ რომ არჩევნების სახით თავს მოგვახვიონ. დღეს საქართველოს თავისუფლების და მოქალაქეების არჩევანის თავისუფლების ბედი წყდება საოლქო კომისიებთან. მხოლოდ “ლელომ” 300 საჩივარი შეიტანა და არც ერთის განხილვა არ ხდება. ეს არის რუსული ოცნების თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე, რაც დაუყოვნებლივ უნდა შევაჩეროთ,”-განმარტა დათუნაშვილმა.

ხმების დაცვისა და სამართლებრივ ჩარჩოში პროტესტის გამოთქმისკენ მოუწოდა მოსახლეობას “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ.

“ერთადერთი პრეცედენტი დაუშვა რუსულმა ოცნებამ, როდესაც სამგორის ოლქში ერთ-ერთი უბანი გახსნა და აღმოჩნდა პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაული და სიყალბე. როგორც კი შეატყვეს რა დღეში იყვნენ და მათი ფარსი მჟღავნდებოდა ტოტალურად ყველგან უარი თქვეს გასაჩივრებაზე. სამართლებრივად მიუღებელი ფაქტებით გვეუბნებიან, რომ საჩივრის განხილვა არ მოხდება. ყველას მოვუწოდებ მშვიდად კონსტიტუციურ ფარგლებში ჩვენი პროტესტი გამოვხატავთ და ჩვენი ხმები დავიცვათ,”-აცხადებს სამუშია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ლომია – “ადამიანმა უნდა იბრძოლოს იმისათვის, რომ დაიცვას თავისი ხმა და არჩევანი!”
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე – თუ ხმები არ მოგიპარავთ, დაასწარით ეს ხალხი სხდომებს