“ლელოს“ ერთ-ერთ აქტივისტს თავს დაესხნენ

ლელოს წევრი ლევან სამუშია Facebook-ის პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ პარტიის ერთ-ერთ წევრს ცემეს.

“ადამიანია ნაცემი, ჩვენი აქტიური მხარდამჭერი – წიხლი ჩააზილეს. აგერ არიან ახლა პატრულის თანამშრომლები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები… როგორც მეუბნება დაზარალებული, არიან მოწმეებიც. ყველამ იცოდეს, ამ საქმეს ბოლომდე ჩავყვები. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა…”, – აცხადებს სამუშია.

თავად დაზარალებული, “ლელოს” ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის წევრი კი ამბობს, რომ თავდასხმის მიზეზი ლელოში ყოფნაა.

“რას დაყვებიო ამ ხაზარაძესო, მითხრეს. ნაცები იყვნენ და ნაცების გვერდით დგახარო…“,- აცხადებს დაზარალებული.

ფორმულა დამატებით დეტალებს შსს-ში აზუსტებს.

banner
წინა სტატიაშირესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ შუახნის მამაკაცს, რომელიც აფეთქების შედეგად დაშავდა, ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება
შემდეგი სტატიავაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო