“ლელოს” დამკვირვებელი: ქუთაისის 74-ე საარჩევნო უბანზე დეზინფექცია წესების დარღვევით ჩატარდა

ხმაური იყო ქუთაისში 74-ე საარჩევნო უბანზე, სადაც პარტია „ლელოს“ დამკვირვებლის თქმით, დეზინფექცია წესების დარღვევით ჩატარდა.

მარიამ მინდიაშვილის თქმით, რეგულაციებით გათვალისწინებული სადეზინფექციო სამუშაოებისას ოთახი დაცალეს, შიგნით კი მხოლოდ დამლაგებელი იმყოფებოდა პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან ერთად, რაც მისი თქმით, კანონდარღვევაა და აუცილებელია, პროცესს დამკვირვებლები ესწრებოდნენ.

კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ჯავახაძის თქმით, არც ერთი წესი არ დარღვეულა, რადგან ოთახში იმყოფებოდნენ დამკვირვებლები, ასევე მთლიან პროცესს კამერა აფიქსირებდა, რომელიც არ გაუთიშავთ. შესაბამისად, მოუწოდა პარტიის წარმომადგენლებს, რომ შეუძლიათ კამერის ჩანაწერები გაშიფრონ.

ადგილზე იმყოფება „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი, რომელმაც მოითხოვა, რომ ვიდრე კამერების ჩანაწერები არ გაიშიფრება, ხმის მიცემა აღნიშნულ უბანზე შეწყდეს.

„იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდა რომ კანონი დაირღვა 74-ე უბნის შედეგები უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში ნომერ მეორე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გადასატანი ყუთის ანულირებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: ხმა მივეცი პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც დემოკრატიული მართვა და ქვეყნის შემდგომი განვითარება შეუძლია