“ლელოს” აქვს ამბიცია, რომ გახდეს მთავარი ოპოზიციური ძალა. 100%-იანი ზრდა 10 დღეში მხოლოდ ლელოს აქვს – მამუკა ხაზარაძე

“ჩვენ მოვდივართ გამარჯვებისთვის. არჩევნების დღეს რეალური ციფრები დაიდება” – ამის შესახებ “ლელოს” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე საუბრობს.

მისი თქმით, ყველა კვლევა, რომელიც დღემდე დადებულა, ყოველდღიურად რადიკალურად იცვლება და “ლელოს” აქვს ამბიცია, რომ გახდეს მთავარი ოპოზიციური ძალა. ამის შემდეგ გადაწყდება, თუ ვის შეიერთებს “ლელო” კოალიციის შესაქმნელად.

“თუ საქართველო დარჩა ორპოლუსიანობის მდგომარეობაში, ამ ქვეყანას განვითარება არ უწერია. ეს ორი ძალა და მასთან ასოცირებული სატელიტი პარტიები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დარჩენილიყვნენ მმართველობაში, თუმცა ეს მითი დაინგრა ახალი ძალის, “ლელოს” გამოჩენით პოლიტიკურ სივრცეში. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა და რეიტინგებში ჩვენ ვართ ორნიშნა რიცხვზე. იმიტომ, რომ ადამიანებს ახალი ძალა სჭირდებათ ქვეყანაში შექმნილი ორპოლუსიანობის დარღვევისთვის. ჩვენთვის სახელმწიფოებრივი პოზიცია არის ალტერნატივის შექმნა და ეს შევქმენით კიდეც. 100%-იანი ზრდა 10 დღის განმავლობაში მხოლოდ “ლელოს” აქვს, მხოლოდ მას გააჩნია მსგავსი ზრდის პოტენციალი. ჩვენი პარტია მყარადაა სამეულში და ამას კვლევებიც აჩვენებს. ხოლო ამ დამოუკიდებელ კვლევებს მალე იხილავს საზოგადოება და დასკვნის გაკეთებას ნუ ვიჩქარებთ. რადგან ამას 31 ოქტომბერს ყველა ერთად დავინახავთ” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია ზუგდიდის სოფელ კახათის მოსახლეობას შეხვდა
შემდეგი სტატიამასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი სოფიო გოგოხია გახდა