“ლელოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სუს-ის შენობასთან აქცია -“ნუ გვისმენთ” გამართეს

“ლელო საქართველოსთვის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სუს-ის შენობასთან საპროტესტო აქცია -“ნუ გვისმენთ” გამართეს. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ოთარ ფარულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, “ქართული ოცნების” ხელისუფლება მოსმენა-მიყურადებას ახორციელებს, შესაბამისად, მათი საპროტესტო აქციები პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.

“ქართული ოცნების” ხელისუფლება უპრეცედენტო რაოდენობის მოსმენა-მიყურადებას ახორციელებს. ჩვენ მოვითხოვთ ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში უკანონო მოსმენა შეწყდეს! “ლელოს” ახალგაზრდული ორგანიზაცია სწორედ ამ მიზეზით ვიმყოფებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან. ჩვენ ამ ბოროტ სისტემასთან ბრძოლას ყოველდღიურ რეჟიმში გავაგრძელებთ, არ ვაპირებთ დანებებას. “ქართული ოცნების” ხელისუფლება უნდა დასრულდეს”, – განაცხადა ფარულავამ.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე – გამოქვეყნებულ მასალებში ჩანს ერთ-ერთი მოძღვრის მიერ ჩემთან გამოგზავნილი მოლოცვის შეტყობინება – ამასაც კი აღრიცხავდნენ
შემდეგი სტატიაპირებს, რომლებიც სუს-ის უკანონო ჩანაწერებში ფიგურირებენ, GDI იურიდიულ დახმარებას სთავაზობს