“ლელოს” 12 ახალი წევრი-პატიმრობაში მყოფი გიორგი ბუნტური „ლელოს“ წევრი გახდა

„თიბისი ბანკის“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გორის იზოლატორთან ,,ლელოს’’ 12 ახალი წევრი წარადგინა. „ლელოს“ წევრებს შორის არის გიორგი ბუნტურიც, რომელიც 18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლის დროს დააკავეს, მას სასამართლომ 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

გიორგი ბუნტური – დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლობს სპორტის აკადემიაში. პარალელურად მუშაობს სარესტორნო მომსახურების სფეროში.

ცოტნე ხეცურიანი – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა კურსდამთავრებული, იმავე ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი, ვროცლავის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების მაგისტრი. სამოქალაქო აქტივისტი, ,,აქცია მშვიდობა ომზე მეტია’’- ს ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის სოლიდარობისთვის გაიმართა.

ლევან გოგავა – ბიზნეს ადმინისტრაციის მიმართულებით უნივერსიტეტი დამთავრებული აქვს ლონდონში. უკრაინელ ინვესტორებთან ერთად დააფუძნა ერთ-ერთი კომპანია, რომელიც წარმატებულად ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.

მარიამ პატარაია – პროფესიით ჟურნალისტი. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) კურსდამთავრებული. პიარისა და მარკეტინგის კონსულტანტი.

დავით სირაძე – ფოთიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი. ამავე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე – პრეზიდენტი. არასამთავრობო ,,უფლებების ლიგა’’ – ს წევრი.

დავით დვალიშვილი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტი. მუშაობს ევექსის კლინიკაში.

მარიამ ყიფშიძე – წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტი. არასამთავრობო ორგანიზაციის, სტუდენტური პარლამენტის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. თომას ჯეფერსონის კვლევით ცენტრის დამფუძნებლის ასისტენტი.

მიხეილ მუმლაძე – ქუთაისიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი. ილიას თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის თავმჯდომარე. სამოქალაქო აქტივისტი.

ბაჩანა ბარამიძე – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის სტუდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციის, სტუდენტური პარლამენტის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი.

გუგა კობახიძე – ტყიბულიდან, ჯიპას შრომის უსაფრთხოების ფაკულტეტის სტუდენტი. პროფესიით შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯერი.

დავით კვინიკაძე – ქუთაისიდან, აკაკი წერეთლის სახელობის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი.

პაპუნა თევზაძე – პროფესიით იურისტი, დამთავრებული აქვს კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამართლის მიმართულებით, გავლილი აქვს საარჩევნო განვითარების სკოლა.

banner
წინა სტატიაში“მიმდინარეობდა ჩემი დევნა”-გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ უშიშროება დევნიდა
შემდეგი სტატია“პატრიოტთა ალიანსი” 30 ნოემბერს სპორტის სასახლეში შეკრებას გეგმავს