“ლელომ” თბილისის განვითარების მარშალის 9 პუნქტიანი გეგმა წარუდგინა

ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ გუნდს “ლელოს” მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა და ათივე ოლქის მაჟორიტარიბის კანდიდატმა, თბილისის განვითარების მარშალის 9 პუნქტიანი გეგმა წარუდგინა

დღეს, პარლამენტში ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ გუნდს “ლელოს” მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა და ათივე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, თბილისის განვითარების მარშალის 9 პუნქტიანი გეგმა წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე და თბილისის გუნდის წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანი, თბილისის განვითარების ხედვის გაცნობა იყო. ხედვების შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონდეს „ლელოს“ პარლამენტის გუნდს, რადგან არის რიგი საკითხები, რომელიც საკანონმდებლო დონეზე გადაჭრას მოითხოვს.

„ლელოს“ თბილისის გუნდს ექნება, მისივე საპარლამენტო გუნდის მხარდაჭერა, იმისთვის რომ უამრავი საკითხი გადაწყდეს სამართლებრივ და საკანონმდებლო დონეზე.

„“ლელოს“ მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა, „ლელოს“ საპარლამენტო გუნდისთვის, მარშალის 9 პუნქტიანი გეგმის წარდგენაზე ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის მარშალის გეგმა მოიცავს ძალიან ბევრს საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც მოიცავს ურბანულ კონტექსტს, გარემოს დაცვას და ყველა იმ გამოწვევას რომელიც დღეს აქვს თბილისს.

“დღეს მე და ლელოს გუნდმა, პარლამენტში ლელოს ძლიერ გუნდს წარვუდგინეთ თბილისის განვითარების გეგმა, რომელიც არის 9 პუნქტიანი გეგმა და მოიცავს ყველა კომპონენტს, რომელიც ქალაქის სჭირდება და იმ გამოწვევებზე პასუხობს რომელიც ქალაქს დღეს აწუხებს, ჩვენ „ლელოს“ გუნდს პარლამენტში წარვუდგინეთ ის ინიციატივები რაც სჭირდება, პროექტის განხორციელებას, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე. ჩვენი გამარჯვების შემდეგ გვექნება აქტიური კომუნიკაცია ლელოს გუნდთან პარლამენტში, რათა შევიდეს ყველა საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს კანონმდებლობაში რომელიც საჭიროა თბილისის განვითარებისთვის,“- განაცხადა ბიბილაშვილმა.

თბილისის მარშალის გეგმის მნიშვნელობასა და საკანონმდებლო დონეზე საკითხების გადაჭრაზე ისაუბრა „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ და განაცხადა, რომ თბილისის მარშალის 9 პუნქტიანი გეგმა მორგებულია ქალაქსა და ადამიანს.

„დღეს ჩვენ პარლამენტში დეპუტატებს გავაცანით თბილისის მარშალის გეგმას, ეს არის 9 პუნქტიანი გეგმა, რომელიც მოიცავს აბსოლუტურად ახალ ხედვას თუ როგორი თბილისი გვჭირდება. ეს არის აგებული ქალაქი ქალაქში პრინციპზე, სადაც კონცენტრირებულია ისეთი პროექტები რომლებიც ჩვენს დედაქალაქს საერთაშორისო მნიშვნელობას შესძენს. თბილისს ექნება შესაძლებლობა მოიზიდოს ინვესტიცია და გააჩინოს ახალი შესაძლებლობა და რაც ყველაზე მთავარია ახალი სამუშაო ადგილები. მთავრი აქცენტი მარშალის გეგმაში არის ადამიანი და რასაც ამ პროგრამაში წავიკითხავთ ყველაფერი ადამიანზეა მორგებული. მას უნდა ჰქონდეთ, ჯანსაღი გარემო, სუფთა ჰაერი, წყალი, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ ახალი შესაძლებლობის საშუალება. ქ. თბილისი უნდა გახდეს საერთაშორისო დონის ქალაქი. საუბარია საერთაშორისო დონის ინვესტიციებზე და პროექტებზე, რომელიც თბილისს მისცემს საშუალებას იყოს კინოინდუსტრიის ქალაქი, რეგიონის სამედიცინო ცენტრი, ფინანსური და საქმიანი ცენტრი მთელს რეგიონში. ეს არის ჩვენი ხედვა, გვაქვს გაკეთების შესაძლებლობა და რაც ყველაზე მთავარია გვყავს საერთაშორისო დონის პარტნიორები რომლებიც ამას ჩვენთან ერთად გააკეთებენ,“- აღნიშნა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი- „დელტა ტექსტილი“ წარმატებული პროექტია, რომელიც 1 წლის წინ დავიწყეთ და დღეს სახეზეა გამართული ტექსტილის ფაბრიკა, რომელიც ჩვენს საამაყო ჯარს ემსახურება
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი ფარულ ჩანაწერებზე – ხომ არ არის თეორიულად შესაძლებელი, რომ აქ ჩართული იყვნენ გახარია და ხოჯევანიშვილი