„ლელომ“ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მიღებული კითხვარის შევსების პროცესის თაობაზე, პარტიის ხედვა წარადგინა

„ლელოს“ გუნდმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მიღებული კითხვარის წარმატებულად შევსების პროცესის თაობაზე, პარტიის ხედვა წარადგინა.

როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ევროკომისიის კითხვარის შევსებამდე ერთი თვე დარჩა და მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კითხვარი ევროკავშირთან შეთანხმებით გასაჯაროვდეს და ამასთან, პარლამენტში მოწვეულ იქნას საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც კითხვარზე პასუხების მოსამზადებლად დაგეგმილ სტრატეგიაზე მოხსენებას წარადგენს.

გარდა ამისა, “ლელოს” ხედვით, ევროინტეგრაციის კომიტეტმა უნდა წარმოადგინოს მომავალი ერთი თვის მანძილზე გაწერილი სხდომათა გრაფიკი, რომელზეც შესაბამისი უწყებები წარმოადგენენ კითხვარზე პასუხების გაცემის პროცესში ანგარიშებს.

პარტიის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ”, დაუყონებლივ უნდა დაიწყოს 19 აპრილის “მიშელის შეთანხმების” შესრულება და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგია – გზა ევროკავშირისკენ.

“ლელოს” გუნდის შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯები სასწრაფოდ და სავალდებულოდ არის გადასადგმელი.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი – სურათი, რომელსაც ვხედავთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, ძალიან მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის
შემდეგი სტატიათითოეული გვერდი ამ 85-დან გვეუბნება, რომ ასე გაგრძელება გამორიცხულია – მელია სახ. დეპის ანგარიშზე