„ლელომ“ მცხეთაში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

“ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშია მცხეთის მოსახლეობას შეხვდა და პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა.

ლევან სამუშიას თქმით, კახაბერ კანდელაკი, რომელიც მცხეთაში „ლელოს“ გუნდს წარადგენს, იქნება ხალხის ხმა და დაიცავს მცხეთის მოსახლეობის ინტერესებს.

სამუშია არჩევნებზე მისვლას აუცილებლად მიიჩნევს და მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაკარგოს არცერთი ხმა.

“ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, საუკეთესო არჩევანი კი არის „ლელო“, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი. საკუთარი საქმის მცოდნე ხალხი, რომლებიც გააერთიანა „ლელომ“ და იბრძოლებენ ქვეყნის მომავლის განვითარებისთვის. სამწუხაროდ, დღეს პრობლემები არის ყველა რეგიონში და ქალაქში, ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდები და ყველას იდენტური პრობლემა აქვს. მილიონობით ლარს ხარჯავენ გზების მშენებლობაზე და არსად გზები არ არის, ასევე წყლის მოყვანაში და უამრავი სოფელი და რაიონი დღემდე უწყლოდ არის. ეს არჩევნები არის, არამარტო თვითმმართველობის არჩევნები, არამედ რეფერენდუმი. ვერცერთ მუნიციპალურ პრობლემას ვერ მოვაგვარებ თუ ამ ქვეყანაში გლობალური გარდატეხა არ მოხდა,“-განაცხადა სამუშიამ.

მისივე თქმით, 41 ნომერი, ქვეყნის დაღუპვასა და უკუსვლას უკავშირდება, რაც უნდა შეიცვალოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლით.

„რეფერენდუმს რომ ვამბობთ, „ლელოს“ აქვს ამ ყველაფერში უსაზღვროდ დიდი როლი და ეს უნდა გამოვიყენოთ ორ ოქტომბერს. „ქართული ოცნება“ დაღუპავს ჩვენს ქვეყანას, ამიტომ ისინი უნდა შევცვალოთ. ჩვენი გუნდი არის პრინციპული, პროფესიონალებით დაკომპლექტებული და ქვეყანაზე მზრუნველი გუნდი. ჩვენ ყოველთვის გადავდგამთ ნაბიჯს, რომელიც იქნება არა პარტიულ ინტერესებზე, არამედ ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობაზე მორგებული. ასეთი ადამიანია მცხეთის რაიონში ძეგვსა დ ნიჩბისში „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახაბერ კანდელაკი ,“-აღნიშნა სამუშიამ.

banner
წინა სტატიაში„ოპერაცია ზენონი“ – ნანა კაკაბაძისა და გიორგი ანდრიაძის შოკისმომგვრელი სატელეფონო საუბრის სტენოგრაფიული ჩანაწერი
შემდეგი სტატიაშაქარიშვილი – მედიაში უნდა აიკრძალოს ცილისწამება, ადამიანებზე ფსიქოლოგიური ძალადობა და ყალბი ამბების გავრცელება