“ლელო საქართველოსთვის” ვულოცავთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობისაგან გათავისუფლებას

ვაჟა გაფრინდაშვილის ისტორია არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნა დგას არა სახელმწიფო სტრუქტურებზე, არამედ ინდივიდუალური გმირობის მაგალითებზე. დღეს, როცა ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სერვისების ხელმისაწვდომობას და მოქალაქეების დაცვას საოკუპაციო რეჟიმისაგან, ვაჟა გაფრინდაშვილმა მოგვცა სამოქალაქო გმირობის უპრეცედენტო მაგალითი.
ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა აქტიურად იდგა დატყვევებული ექიმის ოჯახის გვერდით და ვიზიარებთ იმ სიხარულს, რომლიც დღეს მის გათავისუფლებას მოჰყვა.
იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება ბოლო შემთხვევა, როცა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლებას შეუზღუდავენ.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ ვაჟა ექიმს, მის მებრძოლ და სამაგალითო ოჯახს და ვუსურვებთ, რომ სულ მალე გაერთიანებულ და საოკუპაციო რეჟიმისაგან თავისუფალ ქვეყანაში გვეცხოვროს.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: ბატონი ვაჟა სწორედ დღეს დილით უნდა გაეთავისუფლებინათ, ვიცოდით ჩვენ და ამიტომაც დილის 10 საათიდან გამშვებ პუნქტთან ვიდექი მარტო
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრს წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მიულოცა