„ლელო საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს

„ლელო საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს. პარტიის წევრებმა მედიატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე უნდა იმსჯელონ და საკუთარ პოზიციაზე შეჯერდნენ.

„ლელოს” წევრის ფიქრია ჩიხლაძის განცხადებით, ეს დოკუმენტი საკმაოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პოლიტიკური ძალები და ქვეყანა გარკვეულ კალაპოტში მოექცეს.

„ვერ ვიტყვით, რომ ეს დოკუმენტი საოცარია, მაგრამ ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტი იმისთვის, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკური კრიზისის ფონზე კალაპოტში მოქცევის შესაძლებლობა მისცეს როგორც პოლიტიკურ ძალებს, ისე ქვეყანას. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ის, რომ დოკუმენტი მოწოდებულია თავად პარტნიორების მხრიდან.

ვისურვებდი, რომ არჩევნები პირდაპირ დანიშნულიყო და არ ყოფილიყო მიბმები, მაგრამ ის, რომ საერთოდ არ იყოს ვადამდელი არჩევნების თემა, რაც ასე უნდოდა “ქართულ ოცნებას”, ეს ცუდი იქნებოდა”,- განაცხადა ჩიხლაძემ.

banner
წინა სტატიაში“ოცნება” რურუაზე – არ დავაფიქსირებთ ჩვენს კრიტიკულ პოზიციას, თუ საქართველოს პრეზიდენტი მას შეიწყალებს
შემდეგი სტატიახაზარაძე – დადგა დრო მივიღოთ გადაწყვეტილება და პროცესები გადავიდეს პარლამენტში