“ლელო საქართველოსთვის” ნაძალადევის რაიონულ ოფისში შესვლა სცადეს

დღეს, 4 ივნისს “ლელო საქართველოსთვის” ნაძალადევის ოფისი რაიონული ორგანიზაციის თანამშრომლებს გატეხილი დახვდათ. ოფისის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, თავდაპირველად მათ გატეხილი ბოქლომი შეამჩნიეს და ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
დაზიანებულია ოფისის მთავარი კარის საკეტი. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე იმყოფებოდნენ “ლელოს” ლიდერებიც.

კახა კოჟორიძის განაცხადებით, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები და “ლელო საქართველოსთვის” დაელოდება გამოძიების შედეგებს.”ამასთან ერთად უნდა აღინიშნოს ბოლო დღეების ინციდენტები. კერძოდ, ნაძალადევის ოფისის წევრებს აქტიურად დაჰყვებიან, უთვალთვალებენ, ფოტოებს უღებენ, სავარაუდოდ სუსის თანამშრომლები. გუშინ კიკვაძის პარკში ჩვენს წევრებს, რომლებიც მოქალაქეებს ხვდებოდნენ, მოსთხოვეს ამ აქტივობის შეწყვეტა იმ მოტივით, რომ აგიტაცია სკვერში კანონით არ შეიძლებიდა. თვალთვალს ადგილი ჰქონდა ასევე ბათუმში, კახეთში, მთაწმინდაზე. როგორც ჩანს, ოცნება შეფიქრიანებულია “ლელოს” აქტიურობით და გაძლიერებით და დაიწყეს ტრადიციული მეთოდების გამოყენება. არავის ვაბრალებ ოფისის ბოქლომის გატეხვას, მაგრამ ყველა წინა არჩევნებში მრავალჯერ ვნახეთ, რომ ოცნება აქტიურად იყენებს კრიმინალებს და არაფერი ამ ხელისუფლებისგან გამორიცხული არ არის.” – განაცხადა კახა კოჟორიძემ

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია : სახალხო დამცველის 2018 წელს გაცემული რეკომენდაციებიდან მხოლოდ 20 პროცენტია სრულად შესრულებული
შემდეგი სტატიაბიუჯეტში აისახება ყველა სოციალური დაპირება, დახმარება და პროგრამა, რასაც ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს