“ლელო საქართველოსთვის” მწუხარებას გამოთქვამს ბაღდათში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიასთან დაკავშირებით და უსამძირებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს

“ლელო საქართველოსთვის” მწუხარებას გამოთქვამს ბაღდათში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიასთან დაკავშირებით და უსამძირებს დაღუპულთა ოჯახის წევრებს. ,,ლელო საქართველოსთვის” ასევე მოუწოდებს პარლამენტს და მთავრობას, მიმართოს პრეზიდენტს, გამოცხადდეს გლოვის დღე და გადაიდოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნა.

“ხელისუფლებისგან მიტოვებული მრავალშვილიანი ფეხმძიმე დედა და უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები ბავშვები – ჩვენს ქვეყანაში ასეთი ოჯახები, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია და მათზე არავინ ზრუნავს. მთავრობამ სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარების ის ნაპერწკალიც წაართვა, რომლითაც უბრალოდ არსებობა შეეძლოთ. სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ მოქალაქეების კეთილდღეობა უნდა იყოს, თუმცა დღეს, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ჩვენ ყოველდღიური ტრაგედიების გარემოში ვცხოვრობთ.

ადამიანები იხოცებიან შიმშილით, სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი გარემოთი და იმის გამო, რომ არ აქვთ ელემენტარული საარსებო პირობები და მახინჯი სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გამო მიდიან ყველაფერზე, რათა საკუთარი შვილები მაინც გადაარჩინონ. საზოგადოებამ მათი სიცოცხლის უფლებისთვის და უსაფრთხო მომავლისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ამ მძიმე ტრაგედიის გამო ,,ლელო საქართველოსთვის” და მასთან ერთად სხვა ოპოზიციურმა ძალებმა პარლამენტთან დაგეგმილი სირცხვილის დერეფნის მოწყობა გადადეს. პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის” მოუწოდებს პარლამენტს და მთავრობას, მიმართოს პრეზიდენტს, გამოცხადდეს გლოვის დღე და გადაიდოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნა. ქვეყნის მთავრობა დღეს მხოლოდ იმაზე უნდა ფიქრობდეს, თუ რა გახდა ამ ადამიანების დაღუპვის მიზეზი, ხოლო მომავალმა ხელისუფლებამ შექმნას ისეთი გარემო, სადაც ადამიანები შევძლებთ, ვისარგებლოთ ძლიერი სოციალური მხარდაჭერითა და სერვისებით. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს დიდ მწუხარებას დაღუპულების ოჯახის წევრების მიმართ.” – აღნიშნლია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდღეს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება
შემდეგი სტატიათოვლი და წვიმა – დღეიდან ქვეყნის მასშტაბით ამინდი მკვეთრად გაუარესდება