“ლელო საქართველოსთვის” მიმართავს საგარეო საქმეთა სამინისტროს, გააკეთოს განმარტება ლავროვის ნათესავის იანიკ კალანტარიანიის, ბელგიაში საქართველოს საპატიო კონსულად დაინიშნავაზე

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიაში საქართველოს საპატიო კონსულად დაინიშნა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის – სერგეი ლავროვის ნათესავი იანიკ კალანტარიანი, რომელიც ამავდროულად გახლავთ ბელგია-სომხეთის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთმა ლიდერმა ლანა გალდავამ განაცხადა.
,,პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააკეთოს განმარტება იანიკ კალანტარიანის საპატიო კონსულად დანიშვნის ფაქტთან დაკავშირებით, ასევე უარყოს, ან დაადასტუროს ა.წ. 14 მაისს ,,კავკაზ პლიუსში’’ გამოქვეყნებული ფაქტების სისწორე’’ – განაცხადა ლანა გალდავამ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 119 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიამთაწმინდის რაიონში გრუნტის დამჭერი ოთხი კედლის მშენებლობა დასრულდა