“ლელო საქართველოსთვის“ მედიაზე მორიგ თავდასხმას გმობს!

„ქართული ოცნების“ ოფისიდან მთავარი არხის ოპერატორის მეორე სართულიდან გადმოგდების ფაქტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ მმართველი პარტია წინა საარჩევნოდ ძალის დემონსტრირებას ცდილობს, მათი მიზანია ქვეყანაში კრიტიკული აზრის დახშობა. ეს ქმედებები უკვე დიდი ხანია საღ აზრს გასცდა და ხელისუფლება აგონიურ ფაზაში გადადის. ქარელში მომხდარი ფაქტი გაგრძელებაა იმისა, რომ 5 ივლისის დანაშაულზე არავინ დასჯილა. ასეთი დამოკიდებულებით ხელისუფლება ახალისებს მეტი დანაშაულის ჩადენას. სამწუხაროდ, ქართული ოცნების მთელი პარტიული სტრუქტურა დაგეშილია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.

„ლელო“ მოითხოვს აღნიშნულ დანაშაულში მონაწილები პირების უმკაცრესად დასჯას. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ საზოგადოება მას 2 ოქტომბერს გამოუტანს სათანადო ვერდიქტს-აცხადებს ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: ორი ოქტომბერი უნდა იყოს საშველი ყველასთვის ამ ქვეყანაში
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: “მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს, ნეკნებთან და ხელთან დაკავშირებით ამ ტექნიკით არაფერი ჩანს”