„ლელო საქართველოსთვის“ ადგილობრივი ორგანიზაციების დაფუძნებას განაგრძობს

„ლელო საქართველოსთვის“ ადგილობრივი ორგანიზაციების დაფუძნებას განაგრძობს. აჭარაში პირველი რაიონული კონფერენცია ქობულეთში გაიმართა.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული „ლელო საქართველოსთვის“ წევრებმა.

„ლელოს რაიონული ორგანიზაციები მთელი საქართველოს მასშტაბით ფუძნდება, პრინციპით – ქვევიდან ზევით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პარტიის წევრები ირჩევენ რაიონული ორგანიზაციების ლიდერებს მმართველობითი ორგანოს წევრებს და იმ ადამიანებს ვინც უნდა მართოს პროცესი.

ჩვენ დღეს ვიმყოფებით ქობულეთში და ვიწყებთ აჭარის რეგიონალური ოფისების დაფუძნების პროცესს, რომელიც ამ კვირაში მთელ აჭარაში დამთავრდება. უახლოეს დღეებში იქნება სხვა რაიონებიც.

მე ძალიან მახარებს ერთი ფაქტი, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდაა ამ პროცესში ჩაართული და სწორედ ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენ პარტიას. რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ ახალგაზრდა სუფთა, განათლებულ, გულანთებულ ადამიანებს გავუხსნათ გზა ქართულ პოლიტიკაში იმისათვის, რომ მოვიდეს ახალი ენერგია, ახალი იდეები რაც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას“ , – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიაქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს მასობრივი ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფა დაავალა