„ლელო” საერთო სახალხო პროტესტს უერთდება

ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ კანონის ფარგლებში იმ ადამიანების სახელით, რომელთაც საკუთარი სისხხლით მოიპოვეს 20 ივნისის მთავარი მონაპოვარი – სამართლიანი პროპორციული არჩევნების ჩატარება, – ამის შესახებ მოძრაობას „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მეგობრებო, ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ მოატყუა ქართველი ხალხი. ის ახლა ცდილობს მიიტაცოს არა მხოლოდ ქვეყანა , არამედ ამ ქვეყნის თითოეული ადამიანი, მათი ხმა, ნება და თავისუფლება!

„ლელო ეუერთდება საერთო სახალხო პროტესტს და მოგიწოდებთ ყველას! შევიკრიბოთ ხვალ, 3 საათზე, ოპერის თეატრთან, რათა ერთად შევუერთდეთ საპროტესტო აქციას რუსთაველის გამზირზე.

ჩვენ არ ვემხრობით ძალადობასა და რევოლუციას, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნებით. რომელიც უნდა გაიმართოს პროპორციული წესით. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ კანონის ფარგლებში იმ ადამიანების სახელით, რომელთაც საკუთარი სისხხლით მოიპოვეს 20 ივნისის მთავარი მონაპოვარი – სამართლიანი პროპორციული არჩევნების ჩატარება,“ – წერს ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშიაქციას თბილისში ფოთიდანაც უერთდებიან
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო თბილისში 17 ნოემბერს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით საკუთარ თანამშრომლებს აფრთხილებს