„ლელო“: ქვეყანაში უმძიმესი კრიმინოგენული ფონია, ხელისუფლების უპასუხისმგებლობა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის

gulis eleqsiri

ქვეყანაში გაზრდილ კრიმინალს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე უპასუხეს პარტია „ლელოს“ მერობის კანდიდატმა, ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა კახა კოჟორიძემ.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ დაუსჯელობის სინდრომი და ხელისუფლების უპასუხისმგებლობა, კრიმინალის მაჩვენებელს ზრდის და ადამიანებს დაცულობის შეგრძნებას უკარგავს.

„მიმდინარე მოვლენების ფონზე პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოდის და მოსახლეობას ატყუებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხო გარემოა,“-ამის შესახებ ბრიფინგზე „ლელოს“ მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა ისაუბრა.

„პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის 9 წლის თავზე ქვეყანაში ადამიანების სიცოცხლე დაცულია, არის დაცინვა. მაშინ როდესაც, ჯერ კიდევ გუშინ ადამიანები აიყვანეს მძევლებად და მათ სიცოცხლეს შეუქმნეს საფრთხე, სულ ცოტა ხნის წინ მოკლედ უცხოელი სტუმარი, ამ ქვეყანაში რეალურად ჩვენ არ ვართ დაცული. არც მე არც თქვენ არც ჩვენი შვილები. არა მარტო თბილისში, სხვა ქალაქებში და სოფლებშიც არ ვართ უსაფრთხოდ,“-აცხადებს ბიბილაშვილი.

პრემიერის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, „ლელოს“ წევრი ლევან სამუშია და მას ტყუილი უწოდა.

„დღეს პრემიერმა საქართველოს მოქალაქეებს დასცინა, როდესაც განაცხადა რომ ამ ქვეყანაში ადამიანების სიცოცხლე არის დაცული, ეს ის ადამიანია რომელმაც მოაწყო 5 ივნისი, რომელმაც მთავრობის ტრიბუნიდან ხალხის დარბევის ბრძანება გასცა, რასაც ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ქვეყანაში უმძიმესი კრიმინალური ფონია და ნაცვლად იმისა, რომ ბოდიშს იხდიდეს ხალხს ატყუებს და გვეუბნება რომ ქვეყანაში ხალხი არის დაცული. ეს არის დაცინვა და ამ დაცინვას ჩვენი მოქალაქეები 2 ოქტომბერს გასცემენ შესაბამის პასუხს,“- აღნიშნა სამუშიამ.

წინა სტატიაშიინაშვილი: “პატრიოტთა ალიანსისთვის” ეს არჩევნები უკვე მიმდინარეობს აშკარა დისკრიმინაციის ქვეშ!
შემდეგი სტატიაბაღდათისა და ქუთაისის მერიის თანამშრომლებმა ბიუჯეტის ფულით მობილურები იყიდეს