„ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ ერთობლივ კანონპროექტზე მუშაობენ

ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ მუშაობენ ერთობლივ კანონპროექტზე, რომელიც 19-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულებისთვის სახელმწიფო დახმარების დანიშვნას ითვალისწინებს.

კანონპროექტის დაინიცირებამდე, საკითხთან დაკავშირებით ფრაქციის წევრები დაზარალებულების წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრას მართავენ.

„ამნისტიის კანონპროექტთან ერთად, ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა, როგორ შეიძლება, გამოვიყენოთ ეს ამნისტია შესაძლებლობად იმისთვის, რომ დაზარალებულების უფლებები დაცული იქნას. ამ მიზნით, ჩვენ ვაპირებთ, დავაინიციროთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 19-21 ივნისის მოვლენების დაზარალებულებისთვის არა მხოლოდ მკურნალობის და სამედიცინო ხარჯების ანაზღაურებას, არამედ მათთვის შესაბამისი სახელმწიფო დახმარების დანიშვნას. ვიდრე ამ კანონპროექტს პარლამენტში ოფიციალურად წარვადგენთ, გვსურს, დაზარალებულების წარმომადგენლების აზრი მოვისმინოთ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 ივნისისთვის
შემდეგი სტატიამომხმარებლები ელექტროენერგიის გადახდის ქვითარს ახალი კომპანიებისგან მიიღებენ