“ლელო” პარლამენტში არ შედის

“ლელო საქართველოს” ერთერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ პარტია მეათე მოწვევის პარლამენტში არ შევა. ჯაფარიძის თქმით, არჩევნები გაყალბებულია და ხალხის ნებას არ გამოხატავს.

ჩატარებულ არჩევნებს არ ვცნობთ ლეგიტიმურად, ის არის გაყალბებული არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, შესაბამისად დღეს იმსჯელა ლელო პოლიტსაბჭომ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ “ლელო” არ აპირებს შევიდეს ამ პარლამენტში, რადგანაც ჩვენა რ ვაპირებთ არალეგიტიმურად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაციას, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ ჩატარდეს ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, რომლის შედეგები მართლაც ასახავს ქართველი ხალხის ნებას – ჩვენ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას და საპროტესტო აქციებს – დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომლის შედეგებიც არ გამოიწვევს არც ერთ კითხვის ნიშანს, – ამბობს ბადრი ჯაფარიძე

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი: უარს ვამბობთ ყოველგვარ მანდატზე, მაგრამ ეს უნდა იყოს საყოველთაო
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა: ხალხმა გადაწყვიტა ეს არჩევნები და პატივი სცენ ხალხის არჩევანს