“ლელო” ოკუპანტის ინტერესების მსახურ ხელისუფლებას ნდობას არ გამოუცხადებს

“ლელო” ოკუპანტის ინტერესების მსახურ ხელისუფლებას ნდობას არ გამოუცხადებს , – ამის შესახებ “ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, რა შემადგენლობაც არ უნა წარადგინოს “ოცნებამ”, მის მმართველობაშ არსებითად არაფერი შეიცვლება.

“ქართული ოცნების” მთავრობამ ვინც არ უნდა წამოაყენოს პრემიერად და რა შემადგენლობის გუნდიც არ უნდა დაასახელოს, ფაქტი არის უცვლელი – ეს ხელისუფლება ემსახურება საქართველოს ოკუპანტის ინტერესებს. შესაბამისად, “ლელო”, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემსახურება, ოკუპანტის ინტერესების მსახურ ხელისუფლებას ნდობას არ გამოუცხადებს და მხარს არ დაუჭერს”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტმა ირაკლი კობახიძის კაბინეტის წევრების მოსმენა დაიწყო. საკანონდემბლო ორგანოში ამ წუთებში გომელაური, ბრეგაძე, ჩიქოვანი და ახვლედიანი იმყოფებიან. პარლამენტის დარგობრივი კომიტეტები სპეციალიზაციის მიხედვით განიხილავენ სამთავრობო პროგრამას და განახლებულ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას მოუსმენენ.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში 39 და 55 წლის საქართველოს მოქალაქეებმა ერთ-ერთი ბენზინგასამართ სადგურიდან ლატარიის გადასაფხეკი ბილეთები, ჯამში 207 ცალი მოიპარეს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ოპოზიცია მთავრობის დაკომპლექტებას მხარს დაუჭერს თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარი ხალხის მხარდაჭერაა