„ლელო“ – მივმართავთ გენერალურ პროკურორს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

მივმართავთ გენერალურ პროკურორს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, ელენე ხოშტარიას მოწამვლის სავარაუდო „სცენართან“ დაკავშირებით, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ლელოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

„ელენე ხოშტარიას მოწამვლის სავარაუდო „სცენართან“ დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადების აბსურდულობის მიუხედავად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, შესაბამისი უწყებები ვალდებული არიან, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება.

მივმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურორს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმპერატიულ მოთხოვნათა შესაბამისად დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ეს ყველაფერი არის მორიგი მძიმე პოლიტიკური სპეკულაცია და მმართველი პარტიის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტი შფოთისა და დაძაბულობის შემოიტანა.

ასევე, პროკურატურის მხრიდან გამოძიების არდაწყების შემთხვევაში, ეს იქნება კიდევ ერთი პირდაპირი აღიარება იმისა, რომ ის ემსახურება მმართველი პარტიის პოლიტიკურ ინტერესებს“, – აღნიშნულია „ლელოს“ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგამოფენის ” სიცოცხლე და სიკვდილი – დიდებული პომპეი” დახურვა და ნოემბრის ნომრის პრეზენტაცია
შემდეგი სტატიაჩარკვიანი – აქციაზე ხან ბევრი ხალხი მოდის, ხან ნაკლები, დღეს იმდენი ხალხია, რამდენიც ჩემ გაკეთებულ ემიგრანტების აქციაზე