“ლელო” მიესალმება რომ ქვეყნის პარტნიორების უპირატესი ინტერესია საქართველოს უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა და სტაბილური განვითარება.

“ლელო საქართველოსთვის” მიესალმება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს უსაფრთხოებისადმი გამოჩენილ მნიშვნელოვან ყურადღებას. როგორც აშშ-ს თავდაცვის ახალ ბიუჯეტში, ასევე ევროპული კავშირის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წლიურ ანგარიშში, ჩვენ მკაფიოდ ვხედავთ, რომ საქართველოს უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა და სტაბილური განვითარება კვლავაც ჩვენი პარტნიორების უპირატესი ინტერესია.

კონგრესის დასკვნის არ იყოს, დღეს როგორც არასდროს, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ აშშ თავდაცვის დეპარტამენტმა კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიაპყროს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და მნიშვნელოვნად გაზარდოს NATO-ს აქტიურობა რეგიონის მასშტაბით, საქართველოსა და უკრაინის ჩართულობით. აგრეთვე საყურადღებო და მისასალმებელია ევროკავშირის ანგარიშში ხსენებული ძალისხმევა მტრული ძალების მიერ დაფინანსებული დეზინფორმაციიული კამპანიების წინააღმდეგ, რომლის უარყოფით და ანტი-დემოკრატიულ ეფექტებსაც მუდმივად ვაწყდებით ქართულ საჯარო ცხოვრებაში.

banner
წინა სტატიაში“ვფიქრობ, „გირჩიდან“ უნდა წავიდნენ იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი”
შემდეგი სტატია“ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე ორი პირი მტკიცებულებების გარეშეა დაკავებული”