“ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დააკავეს. ინფორმაციას ადასტურებს ელისაშვილის ადვოკატიც.
უფლებადამცველის ცნობით, ოპოზიციონერს თბილისში, მისი სახლის მიმდებარედ დილის საათებში დაადეს ხელბორკილები.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიტიკოსი სავარაუდოდ ნაცემია.
ელისაშვილი სავარაუდოდ, მანდატურთან მომხდარი კონფლიქტის გამო სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული.
პოლიტიკოსის დაკავებასთან დაკავშირებით, შს სამინისტროს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
















