15.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

“ლელო-ძლიერი საქართველო” იუსტიციის სამინისტროს სიცრუეში ადანაშაულებს

“ლელო-ძლიერი საქართველო” განცხადებით პასუხობს იუსტიციის სამინისტროს, რომელმაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მოიხსენია, როგორც ვაშინგტონის არბიტრაჟში ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ დავაში წაგებული პირები. კოალიციის განმარტებით, ეს იყო ინვესტორ ბობ მეიერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ:

“ხელისუფლება და იუსტიციის სამინისტრო ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ამ არბიტრაჟთან მიმართებით! ეს იყო ინვესტორ ბობ მეერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუმცა, რაც არ უნდა იყოს არბიტრაჟის პასუხი, ფაქტი ერთია, ხელისუფლებამ მოკლა ანაკლიის პროექტი რუსეთის დავალებით 6 წლის წინ და არანაირი პროგრესი არ აქვს აქამდე, როცა 2020 წელს პირველი გემი უნდა მიეღო ქვეყანას. დანარჩენს ანაკლიის კონსორციუმის განცხადებაში ნახავთ და ინვესტორები თავად გააკეთებენ განმარტებებს”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 2025 წლის 30 ივლისს, ICSID-ის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც მაიერის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

იუსტიციის სამინისტრო: მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს

banner
წინა სტატიაშიFBI-ის დირექტორმა ოფისის სპეცოთახში აღმოაჩინა დოკუმენტები, რომლებიც რუსეთთან ტრამპის კავშირებს ეხება
შემდეგი სტატიაკიევში, ნანგრევებში უკვე 6 ცხედარი იპოვეს, მათ შორის ერთი 6 წლის ბავშვისაა