„ლელო“ 14 ოქტომბერს დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, მათი პარტია 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება.

“პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ამ აქციას არ უერთდება. შესაძლოა, ვინმემ გადაწყვიტოს ინდივიდუალურად მისვლა და ამას არ ვუშლით. ჩვენ ვთვლით, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იმსახურებს სამართლიან სასამართლოს და აუცილებლად საჭიროა, რომ სასამართლო სისტემა გათავისუფლდეს პოლიტიკური ზეწოლისაგან. ჩვენი ფოკუსი უნდა იყოს მიმართული მეორე ტურზე თუ გვინდა, რომ ქვეყანაში შევცვალოთ მდგომარეობა და ეს მიზანი არ უნდა დაიკარგოს არანაირად. 30 ოქტომბერს მეორე ტურში ოპოზიციამ კოალიციურად უნდა მოიგოს არჩევნები და მომავალ წელს მოემზადოს რიგგარეშე არჩევნებისთვის, კრიზისი მეორე ტურის გარეშე ვერ დაიძლევა“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობამ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღის წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილა
შემდეგი სტატიაცესკომ სახალხო დამცველს და სამოქალაქო სექტორს ღია წერილით მიმართა