ლელა კაკულია არ ვარ, რომ ამ თემებზე ვიმკითხაო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, ჯერჯერობით, იმაზე საუბარი, რომ კოალიცია “ქართული ოცნებიდან” “რესპუბლიკური პარტია” გადის, ნაადრევია. როგორც ჟურნალისტებს კვაჭანტირაძემ განუცხადა, საუბარი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ფორმატზე დაიწყო. “რესპუბლიკელების” კოალიციიდან გასვლაზე საუბარი ნაადრევია. საუბარი მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე დავიწყეთ. ზოგს მიაჩნია, რომ მოვლენები ასე განვითარდება, ზოგი თვლის, რომ ისე განვითარდება. მე ვერაფერს ვივარაუდებ – ლელა კაკულია არ ვარ, რომ ამ თემებზე ვიმკითხაო. ჩვენ ყველა მეგობრის, კოალიციური პარტნიორების პოზიციის გაცნობა და საკუთარ პოზიციებში ჩამოყალიბება გვჭირდება”, – დასძინა კვაჭანტირაძემ.

banner
წინა სტატიაში“გრანტიჭამია არასამთავრობოები, გირჩები, ციყვები და ნაციონალური მოძრაობა” – თამაზ მეჭიაურის მორიგი სკანდალური განცხადება
შემდეგი სტატია“იმისთვის, რომ გამოძიება მოხდეს უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება”