28.4 C
Tbilisi
პარასკევი, აგვისტო 7, 2026
banner

ლელა ჯეჯელავა: მდინარაძე მრუდზე დადის – არ გამოვრიცხავ, ლილუაშვილის გზა გაიაროს

ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ერთი ადამიანის ინტერესებზე მორგება ქვეყნის შეურაცხყოფაა.

ჯეჯელავას თქმით, ყველამ იცის, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იღებს, ხოლო უწყებების შექმნა ან გაუქმება კონკრეტული პირების მიხედვით არასახელმწიფოებრივი მიდგომაა.

„უხერხულია, როდესაც ცდილობენ, ისეთი რაღაცები მოგვყიდონ, რაც ღიმილის მომგვრელია. როგორ ბედავთ, რომ სახელმწიფო ინსტიტუციას ქმნით და აუქმებთ ერთი ადამიანისთვის? თუ მდინარაძე არ არის, თურმე კოორდინაცია არ სჭირდება ძალოვან უწყებებს? ახლა რეგიონული განვითარების სტრუქტურა უნდა შექმნან — ჩემი ინფორმაციით, ამას ლილუაშვილს ჰპირდებოდნენ, მან უარი თქვა და ციხეში წავიდა“, — აღნიშნა ჯეჯელავამ.

ანალიტიკოსის შეფასებით, მამუკა მდინარაძის მიერ დაკავებულ თანამდებობებს ქვეყნისთვის სარგებელი არ მოაქვს, ხოლო მოვლენების ასეთი განვითარება შესაძლოა მისთვისვე სახიფათო აღმოჩნდეს.

„მამუკა მდინარაძე ნამეტანი მრუდზე დადის და სად მიიყვანს ეს მრუდის ბოლოს, არავინ იცის — არ გამოვრიცხავ, ლილუაშვილის გზა გაიაროს. ყველაფერი დამოკიდებულია აუტანლობის ხარისხზე“, — განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ აღიარების გაუქმება ქართული დიპლომატიის მნიშვნელოვანი შედეგია
შემდეგი სტატიაგია ნოდია: “ოცნება” კრიმინალურ სამყაროს მოკავშირედ მიიჩნევს – ქართველიშვილის ჯგუფი “ბანძი ტიტუშკების” ახალი რაზმია