21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ლელა ჯეჯელავა გიორგი ბარამიძის დაკავებაზე: მგონი ერთადერთი იყო გარეთ, ვისზეც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება.

ჯეჯელავა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბარამიძე უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამო რუსეთის მიერ იძებნებოდა და პარალელსავლებს იმ პოლიტიკოსებთან ავლებენ, რომლებიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან.

„ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, ალეკო ელისაშვილი ციხეშია, მგონი გიორგი ბარამიძე იყო პოლიტიკოსებს შორის მხოლოდ გარეთ, ვისზედაც რუსეთს ძებნა ჰქონდა გამოცხადებული უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის გამო.

მთავარია რუსეთის პროკურატურამ მოითხოვოს და საქართველოს პროკურატურა სამშობლოს ღალატის კი არა, ცოლის ღალატის მიზეზითაც გაგიშვებს ციხეში. გიაც აიტანს ციხეს, მაგრამ აწი რასაც მოგთხოვენ რუსები, იმას როგორ გადაიტანთ, მაგასაც ვნახავ!“— წერს ლელა ჯეჯელავა.

banner
წინა სტატიაშილაშა ფარულავა გიორგი ბარამიძის დაკავებაზე: ეს არის პოლიტიკური პარტიების განადგურებისა და ტერორის დასაწყისი
შემდეგი სტატია“კოალიცია ცვლილებისთვის”: ხელისუფლება გიორგი ბარამიძის დაკავებით საკუთარი მოღალატეობრივი პოლიტიკის გადაფარვას ცდილობს