“ახლა ვინც დუმს, იმ ” შიშხლიან ცხრა წელსაც” დუმდა უმეტესობა. მხოლოდ მერე გაახსენდათ , რომ ვიღაცას კლავდნენ, ვიღაცას ციხეში ცემდნენ, ვიღაცას ქონებას ართმევდნენ თურმე. არავის უკითხავს რა სიმართლეა და რა მითი. ასეთ ადამიანებს არც სხვისი სიკვდილი აწუხებს, არც უსამართლობა და არც გჭირვება. ღორიც ასეა, სულ არ აინტერესებს ვისთანაც ერთადაც გუშინ სალაფავს მიირთმევდა მისი ბედი , მანამ მის დასაკლავ დანასაც არ ალესავენ საკალანდოდ. მხოლოდ იმ ბოლო წამს ჩნდება შიში და იწყებს განწირულ ჭყვიტინს, რომელიც აღარავის აინტერესებს. ეს შიში რჩება მხოლოდ მისი ცხოვრებიდან, რომელიც რჩება მის გვამში. ამიტომაც არ ვჭამ ხორცს”, -წერს ლელა ჯეჯელავა.
გიორგი ბაჩიაშვილს თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება – ამის შესახებ კლინიკა “ვივა-მედის” კლინიკური დირექტორი აცხადებს. ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ 40 წლის ბაჩიაშვილი კლინიკაში ნახეთქი ჭრილობებით რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.
მედიკოსის თქმით, პაციენტს სხეულზე, მათ შორის თავის არეში სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებოდა. პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ კი, ბაჩიაშვილი პენიტენციურ დაწესებულაბაში გადაიყვანეს.



















