ლეხ ვალენსას შვილიშვილს ნარკოტიკების შენახვაში დასდეს ბრალი

პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ ვალენსას შვილიშვილს ბრალი ნარკოტიკების შენახვაში დასდეს – პოლონური მედია წერს. მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მიხაილ ვალენსა და მისი მეგობარი გოგონა სოპოტში დააკავეს: პოლიციელებმა, რომლებმაც მანქანით ჩაუარეს მანქანას, რომელშიც წყვილი იჯდა, მარიხუანას სუნი იგრძნეს. ჩხრეკის შედეგად, ახალგაზრდებს ჯიბეებში მარიხუანა აღმოუჩინეს.

banner
წინა სტატიაში(video) გელა ღურწკაიამ ელისო კილაძის მოსმენა არ ისურვა და პროტესტის ნიშნად სტუდია დატოვა
შემდეგი სტატია“დიახ, ამ ხელისუფლებამ ჩაწერა ორი პირადი ცხოვრება” – ნინო გოგუაძე