ლეხ ვალენსას შვილი მკვდარი იპოვეს

პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ ვალენსას შვილი საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს – Associated Press-ი პოლონურ მედიაზე დაყრდნობით წერს.
43 წლის პშემისლავ ვალენსას ცხედარი ერთ-ერთმა ნათესავმა აღმოაჩინა. პოლიციის განცხადებით, ადგილზე გამოიძახეს სასამართლო ექსპერტები, რომლებმაც ზედაპირული დათვალიერების შედეგად განაცხადეს, რომ სიკვდილი იძულებით არ დამდგარა.
პშემისლავი ლეხ ვალენსას რვადან მესამე შვილია. მას ალკოჰოლთან პრობლემები ჰქონდა. როგორც გავრცელდა, პსემისლავი არა ერთხელ დაუკავებიათ საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში.
ლეხ ვალენსა პოლონეთის პირველი პრეზიდენტი იყო. მას ნობელის პრემია მიანიჭეს მშვიდობის დარგში.

banner
წინა სტატიაშიჩინური მედია, ტაივანის აღიარების შემთხვევაში, აშშ-ს შურისძიებით ემუქრება
შემდეგი სტატიაGoogle-ის ხელოვნური ინტელექტი ჩვეულებრივ ადამიანებთან საიდუმლოდ თამაშობდა