ლეხ ვალენსა ჰოსპიტალიზირებულია

პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი დისიდენტი და ნობელის ლაურეატი ლეხ ვალენსა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მშობლიური ქალაქის, გდანსკის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს-აცხადებს პოლონური მედია.
ლეხ ვალენსას შვილის – იაროსლავის განცხადებით, 73 წლის ექსპრეზიდენტს გულსისხლძარღვთა პრობლემა აწუხებს და ამის გამო სუსტად გრძნობს თავს.
,,მე არ ვიცი, როდის გამოწერენ მას. ექიმები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ როდის შეძლებენ მისი ჯანმრთელობის პრობლემის მოხსნას,, აცხადებს ლეხ ვალენსას შვილი.

banner
წინა სტატიაში(ვიდეო) შსს-ს თანამშრომლებმა 5 დაკარგული ტურისტი შატილის ხეობიდან გამოიყვანეს
შემდეგი სტატიააფხაზეთში რუსი კონტრაქტორი სასტიკად სცემეს